ირაკლი კობახიძე - საფრანგეთსა და ალბანეთთან მიმართებით ევროპული ბიუროკრატია ხელისუფლებას კი არ მოუწოდებდა ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში კი მომიტინგეებს აქეზებდნენ - ორმაგი სტანდარტი ცალსახაა

საქართველოში მომიტინგეებს აქეზებდნენ, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს. უამრავი სიყალბე იყო, მოძალადე მომიტინგეებს მშვიდობიან მომიტინგეებად აცხადებდნენ, რაც ფარსია და რომელსაც მიჩვეულები ვართ - ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული აქვს, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში, ალბანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს.

მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს კი არ მოუწოდებდა ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს, რაც საქართველოს შემთხვევაში განსხვავებული მიდგომაა „ევრობიუროკრატიის“ მხრიდან.

„ორმაგი სტანდარტი ცალსახაა. მათ შორის განცხადებებშიც როგორც საფრანგეთთან, ისე ალბანეთთან მიმართებითაც, ევროპული ბიუროკრატია ხელისუფლებას არ მოუწოდებდა ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში მომიტინგეებს აქეზებდნენ, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს. უამრავი სიყალბე იყო, მოძალადე მომიტინგეებს მშვიდობიან მომიტინგეებად აცხადებდნენ, რაც ფარსია და რომელსაც მიჩვეულები ვართ.

ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული აქვს. მთავარია სამართლიანობა, ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავთ ჩვენს შემთხვევაში.

ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობასა და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები საფრანგეთიდან დაიწყო, მიზეზი კი განათლების სისტემას უკავშირდებოდა.

საფრანგეთის შემდეგ აქციები დაიწყო ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ბელგიასა და ალბანეთში. მიზეზი ინფლაცია, საწვავის ფასების ზრდა და საცხოვრებელი ბინების ხელმიუწვდომლობაა.

პროტესტი რამდენიმე ქვეყანაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, რის გამოც რამდენიმე დიდ ქალაქში „კომენდანტის საათიც“ კი გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა