ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები, წუხელ გადაიყვანეს „ვივამედში“ - მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა

დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, - ამის შესახებ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მას შემდეგ მიადგა, რაც საკანში აღნიშნული პირები შეუსახლეს.

„მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.

აღნიშნულ პატიმრები, ვინც მასთან არიან საკანში შესახლებული, სარგებლობენ მობილურ ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან. დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“. ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების გენერალურ დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, - აცხადებს პაატა გოგიაშვილი.

ადვოკატი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. ადვოკატის განმარტებით, რა არის დაპირისპირების მიზეზი არ იცის. როგორც მან აღნიშნა, დაპირისპირების მიზეზი არ იცის.

„დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ის, რომ აღნიშნული სამი პიროვნება იმის იმის გამოა დაჭერილი, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები. ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. ასევე, გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან.

ადამიანს ოთხი ნეკნი მომტვრეული აქვს, თავის ქალა, სახის ძვლები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. ის „ვივამედში“ მას მერე გაიყვანეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე დედამ გააკეთა კომენტარი. წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები [ვერ გეტყვით]. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა