დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლონ

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და დაგვიდასტურებია ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგის რაც შეიძლება სწრაფად განახლება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა რუსეთი საჭიროდ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი რუსეთსა და აშშ-ს შორის თუნდაც პოტენციური ორმხრივი შეხვედრის დღის წესრიგში შევიდეს.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ელის, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინელებთან და ევროპელებთან კონტაქტების შესახებ აცნობებენ.

„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას და ამერიკელი მომლაპარაკებლები, ბატონი უიტკოფი, შეძლებენ პრეზიდენტ პუტინს აცნობონ როგორც უკრაინელებთან, ასევე ევროპელებთან მათი კონტაქტების შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა პრეზიდენტის გრაფიკში უიტკოფთან შეხვედრა, მას შემდეგ რაც ის ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა