იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტურიზმის ზრდას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც „ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად აქტიურად მუშაობს“.
„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. მათ შორის ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ეს ახალი ნაკადები ახალ პირდაპირ ფრენებთან, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.