ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა - ოჯახი დავით ფეიქრიშვილის საკნიდან ვატო ყიფიანისა და „კაწროს“ გაყვანას მოითხოვს

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა.

როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ მიაყენეს, რაც საკანში რამდენიმე პირი, მათ შორის, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შეასახლეს.

„გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან.

დავით ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი აქვს მომტვრეული, თავის ქალა, სახის ძვრები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. ის „ვივამედში“ მას მერე გაიყვანეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე დედამ გააკეთა კომენტარი. წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები [ვერ გეტყვით]. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა