უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის მეფეს შეხვდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც დაესწრებიან. მოლაპარაკებებს ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი დისტანციურად შეუერთდება.
ოსლოში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის ახალ მეფეს, ჰოკონ VIII-ს შეხვდება.