ძმები ფეიქრიშვილების დედა - სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად - იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა.

დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს.

როგორც ნინო აბრამიშვილი აცხადებს, მის ერთ-ერთ შვილს, დავით ფეიქრიშვილს საკანში ფიზიკურად დაუპირისპირდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პირი. შედეგად, დედის თქმით, მის შვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობები აქვს. ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, თვითდაზიანებები მიიყენა მისმა მეორე შვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც სხვა საკანში ზის.

„[დავითი] კლინიკაში ჯერ არ გადაუყვანიათ... კამერაში არის მგლებთან ერთად შეშვებული სპეციალურად. სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს.

იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“ - აცხადებს ბრალდებული ძმების დედა, ნინო აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა