დავით ნარმანიას განცხადებით, ზაფხულში, საქართველოში, ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება და ინფორმაცია „თავის დროზე” გახდება საჯარო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ზაფხულში, საქართველოში, ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება.

მისი თქმით, სემეკი ყველა გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს.

ნარმანია აღნიშნავს, რომ "ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო".

"მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე შესწავლა მოიცავს როგორც “ენგურჰესის”, ასევე, სხვა გენერაციის ობიექტების მიერ ქსელის წესებთან შესაბამისობის შესწავლას, ამიტომაც დასკვნაში, რომელიც კომისიის მიერ დაიდება, ბევრი საინტერესო საკითხი და დეტალი იქნება მოცემული. ამიტომაც ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო. კომისია, რა თქმა უნდა, ყველა, მათ შორის, გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ამ ეტაპზე გამოკვლეული მასალებით, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი თუ საბოტაჟი, ნარმანია პასუხობს: "დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დავიწყებთ განხილვებს".

რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს - კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ფასის შემცირება, სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა: "რა იქნება მომავალში, ამას აუცილებლად ვნახავთ".

"ტარიფის დადგენის პროცესი არის მრავალკომპონენტიანი, სადაც გათავალისწინება ხდება, როგორც ადგილობრივი გენერაციის მოცულობა, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და ღირებულება. მარეგულირებელი კომისია იმპორტირებული ენერგიის მოცულობის და ღირებულების შესახებ ინფორმაციას საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების სახით იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის მოცემულობა და ამას ვითვალისწინებთ. რა იქნება მომავალში, ამას აუცილებლად ვნახავთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა