Reuters - სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლების საკითხის განხილვას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

74 წლის სტივენ ჰაბარდს ბრალად უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლა ედება.

ჰაბარდი 2022 წელს დააკავეს, ხოლო 2024 წელს მას მოსკოვის სასამართლომ 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, ჰაბარდმა უკრაინაში წვრთნები გაიარა, იარაღი მიიღო და ყოველთვიურად 1000 დოლარის პირობით იბრძოდა. მაშინ, რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ ჰაბარდმა ბრალი აღიარა.

სტივენ ჰაბარდის დის პატრისია ჰაბარდ ფოქსის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა ძმამ ბრალი აღიარა, რადგან მას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა.

ჰაბარდი ყოფილი მასწავლებელია, რომლიც წარსულში აშშ-ის საჰაერო ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას ინგლისურ ენაში მაგისტრის ხარისხი აქვს და 25 წლის განმავლობაში იაპონიაში ინგლისურს ასწავლიდა. მოგვიანებით, ჰაბარდი კვიპროსში, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელ პარტნიორთან ერთად უკრაინის ქალაქ იზიუმში ცხოვრობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა