კაია კალასი - ამერიკელი მომლაპარაკებლები თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ - თუ რუსეთი მაქსიმალისტურ პირობებს აყენებს, ჩვენც მაგიდაზე მაქსიმალისტური მოთხოვნები უნდა დავდოთ

ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, წელიწად-ნახევარი, ცდილობენ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ, რატომ არ დანებებულა უკრაინა პუტინის პირობებზე? ვინაიდან ევროპა მხარს უჭერს უკრაინას”, - განაცხადა კალასმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპას უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და მას სხვა არჩევანი არ აქვს. კალასმა ასევე გაიხსენა, რომ 2026 თებერვალში მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის “ნამდვილად მაქსიმალისტური გეგმა” წარუდგინა.

“თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და პირობებს აყენებს, ჩვენ ასევე მაგიდაზე უნდა დავდოთ ჩვენი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რათა, ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ ეს მოლაპარაკებები,” - განაცხადა კალასმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი კერძოდ სანქციების მოხსნაშია დაინტერესებული, თუმცა მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებები ევროპის კომპეტენციაშია და, შესაბამისად, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი.

“მაგრამ ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს რუსეთისადმი მოთხოვნები. ჩვენ ასეთ რაღაცებს უფასოდ არ ვიძლევით, ვინაიდან საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ მშვიდობა დადგეს, არამედ იმაზეც, რომ ეს მშვიდობა მყარი და სამართლიანი იყოს”, - განაცხადა კალასმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა