ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბათუმში, ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად,  საპროტესტო აქციას ააანონსებს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბათუმში, ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქციას ააანონსებს.

კერძოდ, პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან შეკრებას და აქციის გამართვას აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" და 'თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები და მოქალაქეები სასამართლოს შენობასთან დილიდან შეიკრიბებიან.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე უნდა იმსჯელონ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ პროცესი გაიმართება.

„21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დანაშაულებრივი სასამართლო პროცესი. იცით, რომ რუსული ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გეგმავს. ჩვენ შევიკრიბებით და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ; იურისტები პირადად დაესწრებიან პროცესს, ჩვენ კი შენობასთან გავაპროტესტებთ ამ დანაშაულს. ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებაზე, დემოკრატიულსა და დასავლურ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, მსგავსი პროცესები არც აწმყოში მიმდინარეობს და არც სამომავლოდ იგეგმება“, - აცხადებს ბონდო თედორაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია, ცალკეული ოპოზიციური პარტიის მხრიდან, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაანონსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა