„ვივამედის“ დირექტორი - დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, ეს დაზიანებები გუშინ არ ჰქონია - მდგომარეობა მძიმე არ არის, სტაბილურია

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში განმეორებით გადმოიყვანეს, რა დროსაც მას „აღენიშნებოდა დაზიანებები ზემო კიდურებზე“.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, დავით ფეიქრიშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის და ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატიმარს აღნიშნული დაზიანებები გუშინ არ ჰქონია.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ [დავით ფეიქრიშვილი] შემოყვანილია განმეორებით კლინიკა „ვივამედში". მას აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება.

გუშინ შემოსვლისას ეს ჭრილობები არ ჰქონდა. მისი მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ არის, სტაბილურია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კონტექსტისთვის შეგახსენებთ, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი "ვივამედში" თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა