ნორვეგიაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება.
ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტორემ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც 20 ოქტომბერს ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება.
“ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და აზრებს გაცვლის ამ შეხვედრასთან და წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ, და, შესაძლოა, ნიადაგს მოამზადებს ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის”, - განაცხადა სტორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, 20 ოქტომბერს, ოსლოში განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც “უკავშირებდა უკრაინის უსაფრთხოებას, ომის შემდეგ აყვავების გეგმას, ტერიტორიულ საკითხებს, სანქციების საკითხებს, და ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ომის დასრულების შემდეგ”.