ვოლოდიმირ ზელენსკი - ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო და დროს, გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ეს საშუალებას მაძლევს, ვიყო  ძლიერი ნებისმიერ მოლაპარაკებებზე

ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს და დროს, აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი.

“რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ. მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო, და დროს. და ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბავშვობა. ყველა ადამიანს არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება…

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ისინი ძლიერები არიან ბრძოლის ველზე. ეს საშუალებას მაძლევს ძლიერი ვიყო ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დაეხმარებიან უკრაინას მშვიდობის მიღწევაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა.

“მადლობელი ვართ, რომ დაზვერვა მუშაობს ახლა. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე ვსაუბრობ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვინაიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის მოფრინავს ბალისტიკა. ასე რომ, მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ის მუშაობს, ეს შესანიშნავია.

როგორც ვთქვი, სახელმწიფო მდივანთან [რუბიოსთან] განვიხილეთ არა მხოლოდ დაზვერვა. ასევე განვიხილეთ Starlink და Patriot. ის დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა