დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვიზების გაუქმების ტემპი დაჩქარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ვიზების უფრო მეტი რაოდენობა, უფრო სწრაფი ტემპით გააუქმა, ვიდრე ეს აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციას გაუკეთებია“.

პიგოტის თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“.

Reuters-ი წერს, რომ ადამიანის უფლებების დამცველები განსაკუთრებით აკრიტიკებენ იმ ვიზების გაუქმებას, რომლებიც შეეხო პალესტინელების მხარდასაჭერად და ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების გასაპროტესტებლად გამოსულ უცხოელ მომიტინგეებს. კრიტიკა ასევე მოჰყვა იმ უცხოელებისთვის ვიზების გაუქმებას, რომლებმაც კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, უცხოელი მომიტინგეების დეპორტაციის მცდელობებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა მიგრანტებისა და ვიზის განმცხადებლების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემოწმებაც.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა