დონალდ ტრამპი -  ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ძალიან ცუდი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე ტემპის შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს. „ისინი უბრალოდ განაგრძობენ წინსვლას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, “რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს”. ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს.

„უკრაინას უნდა სურდეს ამ ომის დასრულება. ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არფერი მიუღია გაძვირებული საწვავის გარდა.

„სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია, გარდა დიზელის საწვავის მაღალი ფასებისა. ჩვენ, ალბათ, შესაძლოა, თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ფული მივეცით უკრაინას წლების განმავლობაში - ასობით მილიარდი დოლარი”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა