აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმაპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოსლოში გამართული „პოზიტიური“ მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება და იდეებს რუსულ მხარეს გაუზიარებს.
„ახლა, ამ იდეებით შეიარაღებული, ის შეძლებს სანქტ-პეტერბურგში ჩასვლას და მათ რუსულ მხარესთან გაზიარებას - ვნახოთ, მოხერხდება თუ არა რაიმე პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა რუბიომ.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების შესახებ განახლებულ წინადადებას წარუდგენს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში დაესწრება ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.