„ალდაგი“ „საქართველოს ბანკის“ მიერ ინიცირებულ პროექტს - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ უერთდება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კამპანიის „მიზნისკენ მშვიდი გონებით“, ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მიერ ინიცირებულ პროექტს - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ უერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკის“, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რომ პარალიმპიელმა ჩემპიონებმა საკუთარი შრომისა და მიღწევების შესაბამისი აღიარება მოიპოვონ.

„ალდაგისთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ამ პროექტის მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელებაა. ინიციატივა მიზნად ისახავს კამპანიის მასშტაბის გაფართოებას, საქართველოში პარაოლიმპიური სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტსმენებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ახალი წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემს.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ წარდგენილი პარალიმპიელებიდან, ალდაგი ანა ჯაფარიძეს მხარდამჭერია, რომლის წარმატების გზა, პარატაეკვანდოში, არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას აერთიანებს. ალდაგისთვის ჩემპიონების გვერდით დგომა, მათი მიღწევების აღიარებასა და იმ პირობების უზრუნველყოფას ნიშნავს, რაც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, მიზნისკენ მშვიდი გონებით განაგრძონ სვლა.

„პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია“, - აცხადებს „ალდაგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი ქეთევან მაღალაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა