მარკო რუბიო - Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია

Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარკო რუბიო გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსულტაციის შემდეგ გასცა.

„Starlink-ი კერძო კომპანიაა. მათ კონტრაქტი აქვთ და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ კერძო კომპანიას ვერ ვეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც ჩვენი ადმინისტრაციიდან ვინმეს ამ სისტემაში რაიმე ცვლილება არ უთხოვია“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს აშშ-ის მთავრობამ უკრაინას თავდაცვისთვის აუცილებელი საშუალებების მიწოდებაზე უარი განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო ოთხ ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად იმაზე მეტი არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ვიდრე აშშ-ს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში“, - აღნიშნა რუბიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა