აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლისა და დაზიანებისთვის იყო დაკავებული, 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

ის 2025 წლის 22 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანის სახურავზე ასვლისა და მისი დაზიანებისთვის იყო დაკავებული.

მას მიმდინარე წლის ივნისში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა განსაზღვრული.

ცნობისთვის, ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა