ნიკა გვარამია - რასაც ვუყურებ, ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს

რასაც მე ვუყურებ, ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი არის „ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს“.

„ასეთი სარჩელია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი. ზოგადად, არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ რამე მართლა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება, მათ შორის, მოსამართლეების წინააღმდეგაც. არავინ თქვას, რომ მისთვის არ არის ცნობილი, რას აკეთებს. უკანონობის ჩადენა, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკანონობა არ არის. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის, ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება ქვეყანა ვეღარ გამოვიდეს“, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა