ვნახავთ, როგორი იქნება პერფორმანსი - ეს ძალიან მძიმე ამბავია და სრულიად აშიშვლებს ტოტალიტარულ სახეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებული პროცესი „წინასწარ არის დაგეგმილი და განსაზღვრული“ და ამიტომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასაბუთებას წარადგენს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასაბუთება აქვთ, რადგან ეს ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი, განსაზღვრული. მაინც ვნახავთ ამ პერფორმანსს, როგორი იქნება. ძალიან მძიმე ამბავია ეს და სრულიად აშიშვლებს იმ ავტოკრატიულ და უფრო მეტსაც ვიტყვი, ტოტალიტარულ სახეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.