უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ჩხრეკა ეროვნული ბანკის შენობასა და ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩატარდა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩხრეკა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ანდრეი პიშნის საცხოვრებელ ადგილას ჩატარდა.
„დეტექტივებს არავინ დაუკავებიათ და ბრალი არავისთვის წარუდგენიათ“, - ნათქვამია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.