ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საბოლოოდ აშორებს ცივილიზებულ სამყაროს. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღებს და „ქვეყანაში დემოკრატიას დაასამარებს“.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობასთან მონიტორი განათავსეს, სადაც სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდებიან. პარალელურად, ადგილზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა