სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში იმართება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტია.