მარკო რუბიო - დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის მილიარდობით დოლარის ოდენობით დახმარება, რომელიც მას აშშ-მა გაუწია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინა ვერ გადარჩებოდა ვაშინგტონის დახმარების გარეშე, რომელიც მას როგორც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ასევე ამჟამინდელი ადმინისტრაციის დროს აღმოუჩინეს.

„დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის დახმარება, მილიარდობით დოლარის ოდენობით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია; ეს ეხება როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდს, ისე ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც”, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ხაზი არ უნდა გაესვას უკრაინელი მებრძოლების სიმამაცეს.

„ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა გამოვყოთ; ისინი მართლაც უაღრესი სიმამაცით იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და საოცარ რამეებს აკეთებენ ჩვენგან მიწოდებული დახმარებით ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოსგან თავის დასაცავად, თუმცა, მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის დახმარება - მილიარდობით დოლარის ოდენობით - რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია; ეს დახმარება ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო და ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება”, - აღნიშნა რუბიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა