ლელა ჯეჯელავა - პარტიების აკრძალვა იქნება ვერდიქტი არა აკრძალული პარტიების, არამედ ხელისუფლებისთვის, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაუკარგავს შანსს, ოდესმე პოლიტიკური რეაბილიტაცია შეძლოს

არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს სარჩელი ემსახურება მხოლოდ პატარების აკრძალვას - ეს იქნება ლეგიტიმაცია 2008 წლის რუსეთის შემოჭრის, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების აღირებდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი აზრით, საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები „ემსახურება ჩვენი მოწინააღმდეგის, მტერი სახელმწიფოს, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს“.

ჯეჯელავას თქმით, სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, იქნება ვერდიქტი არა აკრძალული პოლიტიკური პარტიებისა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას დაუკარგავს ყველანაირ შანსს, რომ მათ ოდესღაც პოლიტიკური რეაბილიტაცია შეძლონ.

„მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს არ არის კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ არის ამის შედეგი. ეს უბრალოდ არის საბოლოოდ გაუქმება სუვერენული სახელმწიფოსი. საქართველოში რა პროცესიც მიმდინარეობს დღეს, სამწუხაროდ, ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე პროცესები. ეს ემსახურება ჩვენი მოწინააღმდეგის, მტერი სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. ეს მთელი პროცესი, რაც ახლა მიდის, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესი მოკლეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ არამხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლება შენარჩუნებულიყო. ივანიშვილი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რომ იღებდეს გადაწყვეტილებებს, უფრო რაციონალური იქნებოდა და ასე საბოლოოდ არ ჩაჭრიდა ყველა გზას დასავლეთთან. როგორც ვიცით, ივანიშვილის ინტერესი ფინანსური ინტერესია, მაგრამ, როგორც ჩანს, დამოუკიდებლად ის ვერც საკუთარ ფინანსურ ინტერესს ვერ მოემსახურება, თუკი ის არ შედის რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში. მე შემიძლია გითხრათ, რომ მუდმივი არაფერი არ არის, მათ შორის არც ივანიშვილის ხელისუფლება. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება ვერდიქტი არა აკრძალული პოლიტიკური პარტიებისა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, საბოლოო ჯამში. ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას დაუკარგავს ყველანაირ შანსს, რომ მათ ოდესღაც პოლიტიკური რეაბილიტაცია შეძლონ”, - განმარტა ჯეჯელავამ.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წულუკიანის კომისიის დასკვნის ასახვა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სცდება მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებს და 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრისა თუ ოკუპაციის ლეგიტიმაციას ემსახურება. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ საქართველოს კაპიტულაციას უდრის.

„როდესაც წულუკიანის დასკვნის შედეგები უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ინება ასახული, ეს იქნება ლეგიტიმაცია 2008 წლის რუსეთის შემოჭრის. ეს არის ლეგიტიმაცია ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს სარჩელი ემსახურება მხოლოდ აპარატების აკრძალვას. მეტი როგორ უნდა აკრძალონ, "ნაციონალური მოძრაობა“, ამდენი წელი ლიდერი ჯერ პატიმრობაში ჰყავდათ, მერე ციხეში არის. პარტია ფაქტობრივად აკრძალულია ისედაც. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამის ასახვა, რომ მოხდეს 2008-ში საქართველოში რუსეთის შეჭრის ლეგიტიმაცია. ეს იგივეა, რაც რეალურად საქართველოს კაპიტულაცია რუსეთის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებული,“ - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა