რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი ზურაბაშვილი არიას ძალიან გამოცდილიო დიპლომატი. საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. დარწმუნებული ვარ, გიორგი ზურაბაშვილი მისი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, ახალი პოზიციის მიუხედავად, გიორგი ზურაბაშვილი გააგრძელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს თავად ზურაბაშვილის თხოვნა და ინიციატივა იყო.

„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც და ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა