საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ - სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!

პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ - სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს - დაიმახსოვრეთ, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაია გააკეთა სხდომაზე, სადაც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ნადარაიამ პარტიების წარმომადგენლებს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა და მიმართა მათ, რომ საქმიანად არიან განწყობილი და სასამართლოს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ელაპარაკონ.

„გასაგებია, რომ სარჩელი პოლიტიკურ პარტიებს ეხება და შემხებლობა აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს გარეთ. როცა სასამართლოში საუბრობთ პოზიციის სისწორე სამართლებრივად უნდა დაასაბუთოთ. ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა შევაფასოთ, რამდენად საფუძვლიანია საქმე ან რამდენად საფუძვლიანი არ არის. დაიმახსოვრეთ, რომ სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!“ - განაცხადა პარტიების მისამართით მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა