გიორგი კახიანი ანა წითლიძეს - ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა, სასამართლოს პოლიტიზირებას უფრო მოახდენს, ვიდრე რაიმეს შემატებს ამ საქმეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იქნას დაბარებული.

მისივე თქმით, აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენა და არ უნდა მიეცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს სასამართლო პროცესის პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების საშუალება.

“უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაკარგა და დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რათა სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფილიყო, არის არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული, დარღვეული აქვს საქართველოს საზღვარი ანუ შემოპარულია ქვეყანაში. ეს ყველაფერია, რაც მე ახლა ჩამოვთვალე ფაქტია. მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა, სასამართლოს პოლიტიზირებას უფრო მოახდენს, ვიდრე რაიმეს შემატებს ამ საქმეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც არის როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში. ეს არის სამართლებრივი პროცესი. ჩვენ უნდა დავრჩეთ სამართლებრივ პროცესში და რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, იქნება ეს მოქმედი, ყოფილი თუ უბრალოდ იდეოლოგი, არ მივცეთ საშუალება სასამართლო პროცესი გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ტრიბუნისათვის”, - განაცხადა არჩილ გორდულაძე.

ასევე შუამდგომლობასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმაც ისაუბრა. უფრო კონკრეტულად, კახიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხურა, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარების შუამდგომლობის დაყენებისას ინტერესი გამოთქვა, თუ რა კითხვას დაუსვამდა მიხეილ სააკაშვილს გიორგი კახიანი, რომელიც “დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს”. აღნიშნულზე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ “ძალიან დიდი ტყუილი იყო მისი რეპლიკა”.

“პირველ რიგში, ქალბატონ ანას რეპლიკას მინდა გამოვეხმაურო - ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა. არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება ამ შუამდგომლობას ბატონი მიხეილის და ბატონი ლევან ხაბეიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ხუთი წარმომადგენელი და ეს სავსებით საკმარისია, რომ მათ თავიანთი პოზიცია წარმოადგინონ. ვერც ერთი ერთი ან მეორე პირისაგან ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ, მათი აქ წარმოდგენის შემთხვევაში. ხუთი წარმომადგენელი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად თავისი წარმომადგენლებიც ჰყოლოდათ. მათი მოწმედ დაბარების ვერანაირ საჭიროებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა