პრემიერი - ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როცა მიმდინარე პროცესია, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა

ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა,- ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია“.

„ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას, დანარჩენი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი.

[ჩარევად აღიქვით მისი განცხადება?] რა თქმა უნდა! როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა.

სამართლებრივი პროცესია და ასეთ დროს მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს. როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე, ყველამ თავი უნდა შეიკავოს წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, ყველას შეუძლია წაიკითხოს შინაარსი როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და შემდგომ გააკეთონ კომენტარები. მაგრამ კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე და არა ზოგადი განცხადებები ამ საკითხის შესახებ.

როდესაც სასამართლოში სამართლებრივი საკითხი განიხილება, პატივი უნდა სცენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. უნდა წაიკითხონ შინაარსი, ჯერ სარჩელის შინაარსი, სარჩელზე ხომ არავინ საუბრობს, არც წაუკითხავთ და სარჩელზე კი არ საუბრობენ, არამედ ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებონ, წაიკითხონ სარჩელი და თუ რაიმე ხელოვნურს ხედავენ, ამაზე გააკეთონ კომენტარი, შემდგომ კი წაიკითხონ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე.

თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია.

არსებობს უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. მთავარია, უფლება არ შეილახოს. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს შეზღუდვა შესაძლოა, იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია დაცულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი უმრავლესობის 88 პარლამენტარის განცხადების საფუძველზე განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ამ სასამართლო განხილვების შედეგის წინასწარი განსჯის გარეშე და სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“,- განაცხადა ალან ბერსემ.

 

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა