ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, დაატოვებინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული.

მანამდე, ხატია დეკანოიძემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით დაიკითხოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

„თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი? არ გაინტერესებთ, ჩვენი ქვეყანა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას მოაწერს თუ არა ხელს?“ - მიმართა პლენუმს დეკანოიძემ.

ამ განცხადებების გაკეთების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, დეკანოიძე დარბაზიდან გაეყვანათ. როგორც მან აღნიშნა, დეკანოიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.

„ქალბატონი ხატია დეკანოიძე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლო სხდომის განკარგულების მითითებებს, გაძევებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გაძევებული ბრძანდებით“, - მიმართა რეზო ნადარაიამ.

თავის მხრივ, შუამდგომლობის დასაბუთების დასრულება მოითხოვა ხატია დეკანოიძემ.

„რისთვის მაძევებთ, ბიძიან ივანიშვილის... დამამთავრებინეთ შუამდგომლობა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

სხდომის თავმჯდომარემ პოლიტიკოსს ასე მიმართა:

„შუამდგომლობას სხვა დააყენებს და თუ თქვენ შუამდგომლობის დასრულებაზე დარდობთ, მოიქეცით ისე, როგორც უნდა მოიქცეთ სასამართლოში. გაიყვანეთ დარბაზიდან. მთელი ამ პროცესის მომდინარეობიდან ქალბატონი მოსამართლე იქნება გაძევებული თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას მის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა