პადელის (ჩოგბურთის მსგავსი თამაში პატარა კორტზე ორი-ორზე) მიმართ ბოლო დროს ინტერესის ზრდა აშკარად შესამჩნევია და სხვადასხვა ტურნირები იმართება, ცნობილი სახეების მონაწილეობითაც. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 22-25 ოქტომბერს, კუს ტბაზე ჩატარდება.
ლუკა ტერნესი, ტურნირის ორგანიზატორი: "ინტერესის ზრდას იმას ვუკავშირებ, რომ პადელი მარტივი სათამაშოა, პატარა ასაკიდან დაწყებული, ხანში შესული ადამიანებისგან დასრულებული. მას ბევრი სირბილი და მოძრაობა არ სჭირდება და სიამოვნებას იღებ.
რა თქმა უნდა, ყოფილი სპორტსმენებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა, რეჟიმი ბოლომდე არ მიატოვონ და ფორმა შეინარჩუნონ.
ტურნირი კუს ტბაზე 4 დღის განმავლობაში ჩატარდა, 22- 25 ოქტომბერი. ხუთშაბათსა და პარასკევს შეჯიბრებები 7 საათის შემდეგ გაიმართა.
ღონისძიებაზე დაახლოებით 130 გუნდი შეიკრიბა და 240-ზე მონაწილე ესწრებოდა. A, B და C კატეგორიებია. ესაა პროფესიონალები, მოყვარულები და დამწყებები. C-ში ცალკე გოგონებმაც იასპარეზეს.
როგორც იცით, დავამატეთ "სთარკატეგორია", ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ეთამაშებიან. წინა ტურნირზე ისინი C ლიგაში გამოვიდნენ და ნაკლებად შედეგიანები იყვნენ. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გულშემატკივრებისთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანები ესწრებოდნენ: შოთა არველაძე (მასთან წყვილში ალბათ ვატო არველაძე დადგება), ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი (90%-ით გადაწყვეტილია), ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი ცინცაძე.
რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება, თან ერთვოდა მუსიკალურ გაფორმება (DJ). ამის გარდა, ე.წ. საჭმლის კუთხეში დიდი არჩევანი როგორც მწვადისა თუ ქაბაბის, ასევე სწრაფი კვების, ტკბილეულისა და ცხელი შოკოლადის მიმართულებით. ჩვენი სპონსორი "ასკანელია" და მათი ალკოჰოლის ბარიც იყო წარმოდგენილი.
(R)