კიევის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება კიევისთვის გაუარესდა და ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება.
„ამიტომ, თუ ისინი ამას ახლა არ გააკეთებენ და საჭირო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, გარკვეული დროის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თქვენ ხედავთ, რომ პუტინი მზად არის, განიხილოს მშვიდობიანი მოგვარების გზები“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები დაკავებულების გაცვლასთან დაკავშირებით კონტაქტებს განაგრძობენ.
“ეს საკითხი ამერიკულმა მხარემ უკვე გარკვეული ხანია წამოჭრა. ზოგადად, გაცვლისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტები დაზვერვის სამსახურების მეშვეობით მუდმივად გრძელდება”, - აღნიშნა პესკოვმა.