გია ვოლსკი - სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა  ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს

სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს - ამის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმ ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან, ხელისუფლების და სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საბოტაჟი დღემდე გრძელდება და ამ დამოკიდებულების შეცვლას არავინ აპირებს.

„განხილვებით, ამ ეტაპზე, შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რასაც არგუმენტირებული ბჭობის და დაპირისპირების შინაარსი უნდა ჰქონდეს წესით. ამის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმ ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად არსებობს.

საკითხის არსებითი განხილვის დროს, არანაირი პასუხები არა აქვთ იმ შეკითხვებზე, რომელსაც მოსარჩელე მხარე დასვამს. ბრალდებას აქვს გარკვეული ერთობლიობა მტკიცებულებებისა იმის თაობაზე, რომ დიახაც, ხდებოდა სადისტური მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა. დიახაც, მართლაც არის ორგანიზებული ყოველდღიური და სისტემური საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს და გამოიხატა არაერთ მცდელობაში, რომ ძალისმიერი მეთოდით ყოფილიყო ხელისუფლება დამხობილი. საერთოდ ხელისუფლების, სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საბოტაჟი დღემდე გრძელდება და ხვალ არავინ აპირებს ამ ოპონენტებისაგან დამოკიდებულების შეცვლას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა