სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს - თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჰუმანისტია - სერ, თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებით

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.

„თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჰუმანისტია. სერ, თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებით. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.

პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა