საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბარბარა ფოსს შეხვდა.
ბარბარა ფოსი საქართველოში გერმანიის ელჩად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.