გრიგოლ გეგელია - ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც მოსკოვთან ურთიერთობები უნდა დაათბოს - ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება

იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით, ამ ქვეყანაში ხუთ დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, რუსული ცინიზმის ჟანრის სრულ კლასიკაში ე.წ. პრემიერ-მინისტრმა კადრის დანიშვნა გამოაცხადა. ეს პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს , - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას.

გეგელიას თქმით, ეს „რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა“.

„შევხედოთ კიდევ ერთხელ იმას, რომ რეჟიმს, რომელმაც მოსპო ურთიერთობები, პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთან და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პრიორიტეტად აქვს რუსეთთან პოლიტიკური დაახლოება. იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით, ამ ქვეყანაში 5 დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, სწორედ ამ დღეს, რუსული ცინიზმის ჟანრის სრულ კლასიკაში გამოაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ამ კადრის დანიშვნა, რაც პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს. ზურაბიშვილი არ არის პირველი კადრი, რომელიც ამ პოზიციაზე დაინიშნა, ეს არის გაგრძელება იმ საკადრო პოლიტიკის, რაც ამ ადმინისტრაციას გასულ წლებშიც გააჩნდა, თუმცა, ეს კალენდარი, რომლითაც ხდება დღევანდელი დანიშვნა, რა თქმა უნდა, მრავლისმთქმელია. ეს აჩვენებს კობახიძის ადმინისტრაციის სურვილს, რომ რუსეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს გადაჯაჭვული ჩვენი სახელმწიფო, ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ხდება რუსეთის უმნიშვნელო, კორუმპირებული ჭაობის სატელიტი“, - განაცხადა გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა