რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა პროდუქტიული იყო , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„სანქტ-პეტერბურგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა“, - განაცხადა დმიტრიევმა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრას „შინაარსიანი“ უწოდა.
„რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ბრიფინგზე იტყვის, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.
პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
რუსული სახელმწიფო მედია ასევე, აღნიშნავს, რომ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა სანქტ-პეტერბურგში ჩასვლა ვერ შეძლო და შეხვედრის დასაწყისში უიტკოფმა აღნიშნა, რომ კუშნერი შეხვედრას ტელეფონით შეუერთდება, რათა “რიგი იდეები წარადგინოს”.
ასევე, კრემლის თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა და დმიტრიევმა ერთად დატოვეს კონსტანტინეს სასახლე, სადაც შეხვედრა გაიმართა.