მაია კოპალეიშვილი - რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში

რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს სასამართლომ, რომ მონაწილეობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში, თუკი ის ხელს შეუწყობს თავისი გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“, - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში „დემოკრატიას ანგრევს“, პირდაპირ ეხება ადამიანების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და უფლებას.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. თქვენ იცით, რომ სპეციალური ნორმებია ჩადებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ინტერესების გათვალისწინებით, იმ ხალხის წინააღმდეგ საქმის წარმოებას, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა გაუჩნდეთ ინტერესი, რომ შექმნან პოლიტიკური პარტია და რომლებიც მანამდე იყვნენ აკრძალული პოლიტიკური პარტიის წევრები. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთლიანად ანგრევს დემოკრატიას და პოლიტიკურ პლურალიზმს ქვეყანაში და ჩვენ შესაძლებლობა აღარ გვექნება მოვისმინოთ განსხვავებული პოლიტიკური აზრი, ეს პირდაპირ ეხება ადამიანების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და უფლებას. კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს სასამართლომ, რომ ის მონაწილეობს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში, თუკი ის ხელს შეუწყობს თავისი გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა