ლაშა ფარულავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში იკითხება:  „ჩვენ თქვენს მხარეს ვართ”

"ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშვნა მოსკოვისთვის გზავნილია, რომ საქართველო მათ მხარეს დგას.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილება არ არის განპირობებული ეკონომიკური საქმიანობით, არამედ არის სიმბოლური აქტი, რათა დაანახონ რუსეთს რომ “მათ მხარეს არიან”.

“ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მცდელობას, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის ურთიერთობები გაჩნდეს, მათ შორის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური, თუმცა ყველა კრახით მთავრდება. ამის მაგალითია, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, მიუხედავად ამ ფორმატის არსებობისა რუსეთის ფედერაციამ წელს ემბარგო დაგვიწესა. ეს ცვლილებაც არ არის ეკონომიკური საქმიანობით განპირობებული, რათა რაიმე ტიპის ბენეფიტი მიიღოს საქართველომ, არამედ არის სიმბოლური აქტი. აქ აუქმებენ საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლურ ოპოზიციას და ამავდროულად ნიშნავენ სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთში. ეს ყველაფერი უკავშირდება არა ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მისიებს, არამედ იმას, რომ „ჩვენ თქვენ მხარეს ვართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც მოგვიწოდებთ. ვკრძალავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს და ამავდროულად ვაგზავნით ჩვენ კაცს თქვენთან“ - ეს იკითხება ამ გადაწყვეტილებაში”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა