შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის! - ასე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" საშუალებით.
"ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს.
შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!", - დაწერა რონალდომ "ინსტაგრამზე".
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა და დაწერა, რომ „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.