ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.