უზენაესმა სასამართლომ ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რა დროსაც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი.

დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ასევე ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა