თენგიზ შარმანაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის?

ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აბა სხვას რას იტყვის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

შარმანაშვილის თქმით, განხილვამ სამართლებრივი ხასიათი მიიღო, რამაც ის ოპტიმისტურად განაწყო.

შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხვალ კვლავ შუამდგომლობებს მოისმენს.

“შუამდგომლობების განხილვის ეტაპი არ დასრულებულა, ეს სასამართლოს თავმჯდომარემაც ნათლად განმარტა, ასე რომ ხვალ გავაგრძელებთ ისევ შუამდგომლობების მოსმენას და სასამართლო ყველა შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გულწრფელად გეტყვით, ვინაიდან, ეს განხილვა უფრო სამართლებრივისკენ იწყებს ნელ-ნელა გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადვე გაგრძელდეს, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლად.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი [ოპოზიცია] ითხოვდნენ დასკვნის გადახედვას, დადგენილებასთან დაკავშირებით ნამსჯელი იყო და ამიტომ ხელმეორედ განხილვის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, მოისმინეთ თქვენ სასამართლოს განმარტებები, თუ რატომ არ გაიზიარა ყოველი კონკრეტული შუამდგომლობა. მე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ დავიწყებ შეგნებულად იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მისი შეხედულება გავიზიარო. ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ, მაგრამ მათი [მოსამართლეების] განმარტებები მხოლოდ ჩვენს მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა.

ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის, ახლა”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა