საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესმა ანახა ერთადერთი რამ, ყველაფერი არის ფორმალობა, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც „წინასწარ არის გამოტანილი კრემლის და რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ“.
„დღევანდელმა დღემ აჩვენა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველა შუამდგომლობასა და არგუმენტაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, არაფერი არ ესმოდა და ვერაფერს ვერ იგებდა საკონსტიტუციო სასამართლო გარდა იმისა, რომ არ გვიკმაყოფილებდა არაფერს. საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ციტატების სახით მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და როგორ შეიძლებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს შემხებლობა არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამ პროცესმა ანახა ერთადერთ რამ, რომ ყველაფერი არის ფორმალობა, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანო და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც წინასწარ არის გამოტანილი კრემლისა და რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.