სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება

აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის, სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში, ჯარედ კუშნერი და მე შევხვდით რუს, უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს ომის დასრულებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მისიის წინ წასაწევად.

სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინს შევხვდით პროგრესის გასაგრძელებლად, რომელსაც ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მივაღწიეთ, მშვიდობის ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკელი მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის, გათავისუფლებისთვის, რათა ის სახლში თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

ეს საუბრები კონსტრუქციული იყო, და სამმხრივ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე.

მართალია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა დარჩენილი, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს ომი დასრულდეს და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, მყარი მშვიდობა, რომელიც მომავალში უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს,” - წერს უიტკოფი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა