ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე - მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც - ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული

რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ვადები უცნობია.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგად რჩება ომის დასრულება, მშვიდობის დაახლოება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება.

“ამ დღის წესრიგის შესამუშავებლად გუნდები საუბარს გააგრძელებენ. არ ვიცი როდის შედგება ეს შეხვედრა…

ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა