რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დარტყმები დნეპროვსკის და დარნიცკის რაიონებში განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსებმა დარნიცკის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონცემებით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რუსეთმა განაცხადა, რომ “პრინციპში მზად არის” სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის. „პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს აცნობა, რომ ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები მთავარ თემაზე დაახლოებით 10 ნოემბერს. ეს თემა ეხება რუსეთისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას კონფლიქტის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით კი “ომის დასრულებასთან მსოფლიო ასე ახლოს არასდროს ყოფილა”.