ანდრეი სიბიგა - გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, თუ როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“ - დაშოშმინების პოლიტიკა, მორჩილება და პირფერობა ამ ომს ვერ დაასრულებს, ამას მხოლოდ ძალა შეძლებს!

გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, თუ როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

ანდრეი სიბიგას ცნობით, კიევში რუსული იერიშების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი უბნები იყო.

„დაშოშმინების პოლიტიკა, მორჩილება და პირფერობა ამ ომს ვერ დაასრულებს. ამას მხოლოდ ძალა შეძლებს“, - წერს სიბიგა X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ